GEO ENG

სიახლეები

განახლებული თელავის თეატრი

20 ივნისი, 2017

19 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან ირაკლი შიოშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად თელავის განახლებული ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თელავის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა თეატრის ფასადის რეკონსტრუქცია, მოეწყო თეატრში გათბობა-გაგრილების სისტემა; ჩატარდა კორიდორებისა და საგრიმიოროების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შენობის წინ ასევე დამონტაჟდა მონიტორი, თეატრის სარეკლამო რგოლებისათვის.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, თეატრს მის მფლობელობაში არსებული ვაჟა-ფშაველას ბიუსტი საჩუქრად გადასცა, რომელიც ფოიეში განთავსდა.
განახლებული თელავის თეატრის დათვალიერების შემდეგ, სტუმრები თელავის ვაჟას ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლს „ვინ გატეხა ქოთანი?!“ დაესწრნენ, რომელიც ჰაინრიხ ფონ კლაისტის „გატეხილი ქოთანი“ მიხედვითაა დადგმული (რეჟისორი - რობერტ სტურუა და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე)

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia