სიახლეები
ლაგოდეხში საერთაშორისო ბლუზფესტივალი შერონ ლუისმა გახსნა
20 ივნისი, 2017
17 ივნისს, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის მიმდებარედ, სასტუმრო კომპლექს „ბიოიარდის“ ეზოში, ე.წ. „ბლუზვილიჯში“ საქართველოში პირველი საერთაშორისო ბლუზფესტივალი ჩიკაგოელმა ბლუზ-დივამ, ბოლო წლების მანძილზე Chikago Blues Festival-ის ჰედლაინერმა, შერონ ლუისმა გახსნა. ორგანიზატორების განცხადებით საფესტივალო პროგრამა მოიცავს როგორც უცხოელ, ასევე ქართველ ბლუზმენთა შესრულებით 17 ივნისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ყოველ შაბათ-კვირას გამართულ კონცერეტებსა და ჯემსეიშენს. საქართველოში პირველ საერთაშორისო ბლუზფესტივალს მხარს უჭერს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,კახეთში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, კერძო კომპანიები. საკომუნიკაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომპანია „სევენთ“.