სიახლეები
შირაქის ქარსაცავ ზოლში ნერგები დაირგო
17 ივნისი გაერთიანებული ერების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაუდაბნოებასა და გვალვასთან ბრძოლის საეთაშორისო დღედაა გამოცხადებული. ამ თარიღს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი REC გამოეხმაურა და მათი ორგანიზებით დღეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში , შირაქის ქარსაცავი ზოლის დეგრადირებულ მონაკვეთში საპნის, საკმლის, თრიმლისა და აკაკის ნერგები დაირგო. აქციას კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი , საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გერმაანიის საერთაშორისო საზოგადოება GIZ-ის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ნერგების მოვლა-პატრონობის ვალდებულებას გერმაანიის საერთაშორისო საზოგადოება GIZ აიღებს. დღეს შირაქის ქარსაცავ ზოლში სულ ასი ერთეული სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგო.