GEO ENG

სიახლეები

ევროპის დღე 2017 | თელავი.

16 ივნისი, 2017

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, ევროკავშირის პარტნიორებთან და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან ერთად, ევროპის დღეები თელავში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნა.
ნადიკვარის პარკში მოეწყო როგორც საზოგადოებრივი ხასიათის ასევე გასართობი და საგანმანათლებლო აქტივობები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის.
ჩატარდა გალაკონცერტი ლევან მასპინძელაშვილის და ჯგუფი ჯეიმ სტეიშენის მონაწილეობით.
ღონისძიების ესწრებოდნენ ევროკავშრის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.
ღონისძიების მიზანი იყო სქართველოში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან და საქართველოში ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტების და ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia