GEO ENG

სიახლეები

: თელავში დასაქმების ფორუმი ჩატარდა.

16 ივნისი, 2017

ევროკავშირის დღეების ფარგლებში თელავში დღეს დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომელიც პოტენციურ დამსაქმებლებს და სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აერთიანებს. ფორუმში, კახეთში არსებულმა მსხვილმა და საშუალო ზომის კომპანიებმა შშმ პირებს შესთავაზეს მათ საწარმოში დასაქმება და მისცეს სტაჟირების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება“ -ს ფარგლებში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობის გამო, ყვარლის, გურჯაანის და თელავის თემის გამგებლებს ღონისძიების ორგანიზატორებმა საუკეთესო დამსაქმებლის წოდება მიანიჭეს და სპეციალური დიპლომები გადასცეს.
ღონისძიებას, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანუშ ჰერმანი,კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. პროექტი საქართველოში 2015 წლის 1 სექტემბრიდან ხორციელდება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia