სიახლეები
გუბერნატორი სტიქიის ადგილზე იმყოფება
კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ადგილზე იმყოფება ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის წარმომადგენლები. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია. ძლიერი ბიძგების შედეგად, სოფელ მაღაროში ვარსემაშვილების საცხოვრებელ სახლს ბზარი გაუჩნდა, თუმცა ოჯახის არც ერთი წევრები არ დაშავებულა. მიწისძვრას რაიონში სხვა შენობები არ დაუზიანებია.
საქართველოში მიწისძვრა 7 ივნისს, 22:25 საათზე დაფიქსირდა და რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტი ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 22კმ-ში, სოფელ ქვემო ბოდბედან 15კმ-ში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგი
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრასთან დაკავშირებით დახმარებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის არავის მიუმართავს.