GEO ENG

სიახლეები

შეხვედრა ბავშვთა უფლებებზე.

1 ივნისი, 2017

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,,World Vision“ საქართველოს და გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით თელავში ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის შესახებ რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლის მოადგილეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დისკუსია გაიმართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს ბავშვთა საკითხებზე. განიხილეს რეგიონში ამ სფეროში არსებული მდგომარეობა და დასახეს სამომავლო გეგმები.
შეხვედრას, გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, გუბერნატორის აპარატის უფროსი ნინო უტიაშვილი და კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს დირექტორი თამარ შაოშვილი ესწრებოდნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia