GEO ENG

სიახლეები

სტიქიის შედეგები კახეთში

21 მაისი, 2017

20 აპრილს მოსულმა სეტყვამ კახეთის მუნიციპალიტეტები დააზარალა. შედარებით მძიმე მდგომარეობაა ლაგოდეხის ორ და გურჯაანის ხუთ სოფელში. დაზიანებულია ვენახები , ხეხილის ბაღები და ბაღჩეული კულტურები. ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტებში მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია.კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით საჰაერო სივრცის გადატვირთულობის გამო შეზღუდვების პირობებში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად კახეთის რამდენიმე რაიონში მძლავრი ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად იქნა შესუსტებული.
„გუშინ ძალიან მძიმე ღამე იყო, რადგან ფრონტალური ღრუბლის მასებმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარელის, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონები. განსაკუთრებული ზიანი მიადგა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს: კოლაგი, ვეჯინი ბაკურციხე,ჯიმითს და ძირკოკს. ასევე დაზარალდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორი სოფლელი. ზარალი გაცილებით შეიძლება დიდი ყოფილიყო , რომ არა სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარების მუშაობა.
წლევანდელი გაზაფხული კახეთში არის უხვნალექიანი. რამოდენიმეჯერ იყო სეტყვის დიდი რეციდივები, მაგრამ მოხერხდა მისი თავიდან აცილება სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარების მეშვეობით. რაც შეეხება ზარალის დათვლის პროცესს, სადაც ამის შესაძლებლობა არის გარემო პირობებიდან გამომდინარე უკვე მიმდინარეობას. ოდენობა ხვალ შუადღემდე იქნება ცნობილი. საბოლო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელი მძიმე დღიდან გამომდინარე ზარალი და მოსავლის დანაკარგები ძალიან შემცირებულია. ჩემი ინფორმაციით მსხვილი ფერმერების უმეტესობა სარგებლობს აგროდაზღვევის პროგრამით და დაზღვევის კულტურა წვრილი ფერმერებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება. როგორც იცით სახელმწიფო დაზღვევის 60% -ს თვითონ აფინანსებს, ამიტომ მე ვფოქრობ ეს კულტურა და პრაქტიკა ყველა ადამიანმა, ვინც სოფლის მეურნეობით არის დაკავებული და მისი მიწის ფართობი ერთ ჰექტარს უტოლდება უნდა გამოიყენოს, რადგან დაზღვევის შემთხვევაში წელიწადში დანახარჯი არის მინიმალური და იმ შემთხვევაში თუ რისკის ქვეშ დადგება მოსავალი, ფერმერი არის დაცული. რაც შეეხება სტიქიის შედეგად დაზიანებულ სახლებს და ინფრასტრუქტურას თუ ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა მუნიციპალიტეტის გამგეობის  სარეზერვო ფონდიდან მოხდება მისი აღდგენა.“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia