GEO ENG

სიახლეები

„ხელმისაწვდომობა ფიზიკური გარემოს მიღმა “-კონფერენცია თელავში

10 მაისი, 2017

საქართველოში „ევროპის დღეების“ ფარგლებში შვედეთის საელჩოსა და შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით, პროექტის „ხელმისაწვდომობა ფიზიკური გარემოს მიღმა “- თელავში კონფერენცია გაიმართა,
კონფერენციაზე საუბარი იყო შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის კუთხით კახეთში ბოლო წლების განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებზე და იმ სტრატეგიაზე, რაც კახეთში , შშმ პირთა დასახმარებლად, უცხოელ პარტნიორებთან ერთად შემუშავდა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შშმ პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ, მათ შორის სიღნაღის რეგიონის უმწეოთა თერაპიის კავშირი თემი ,,ქედელი“.
კონფერენციას შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქვიქი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის აპარატის უფროსი ნინო უტიაშვილი, კახეთის გუბერნატორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი, ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დღესვე „ევროპის დღეების“ ფარგლებში თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შშმ პირების ცხოვრების ამსახველი ფოტო-გამოფენაც მოეწყო, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა უმასპინძლა. გამოფენა ადგილობრივი კლასიკური და ფოლკლორული გუნდების თანხლებით ჩატარდა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia