GEO ENG

სიახლეები

ხელმოწერის ცერემონია.

3 მაისი, 2017

საპარტნიორო ფონდმა შპს „ლოპოტა ინვესტმენტთან“ პარტნიორთა შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი , მთავრობის წევრები , კახეთის გუბერნატორი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
პარტნიორთა შეთანხმების მიხედვით, ფონდი ერთობლივად დაფუძნებულ კომპანიაში განახორციელებს 5,400,000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას.
კომპლექსის გაფართოება მოიცავს დამატებით 85 სასტუმრო ნომერს, ადმინისტრაციულ შენობას, 300 ადგილიან საკონფერენციო დარბაზს, შატოს, რესტორანს, კაფე-ბარს, ფიტნეს კლუბს, დახურულ და ღია საცურაო აუზებს.
საპარტნიორო ფონდმა „ლოპოტა ინვესტმენტთან“ ერთად უკვე დააფუძნა ერთობლივი კომპანია - შპს ლოპოტა. სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს კომპანია „სი აი სი“ (CIC), მშენებლობას ზედამხედველობას გაუწევს კომპანია - Colliers, ხოლო ინტერიერ/ექსტერიერზე კომპანია „არქიტექტურული ორკესტრი“ იმუშავებს.
სასტუმროს მომსახურე პერსონალის მზადება უკვე დაწყებულია. ამჟამად მშენებლობაზე რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული, ხოლო პროექტის დასრულებისას სასტუმროში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება. სასტუმროს გახსნა 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
შპს „ლოპოტა ინვესტმენტმა“ კახეთში, სოფელ ნაფარეულში, ლოპოტას ტბაზე მდებარე სასტუმრო კომპლექსის - „ლოპოტა“ განვითარება 2007 წელს დაიწყო. დღეის მდგომარეობით, სასტუმრო 100-ნომრიანია, რომელსაც 180 ადგილიანი საკონფერენციო დარბაზი, 250 პერსონაზე გათვლილი რესტორანი, ოლიმპიური ზომის ღია საცურაო აუზი, სპორტული მოედნები (კალათბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი), მინიგოლფის მოედანი, ღამის კლუბი, სპა ცენტრი და ტურისტული ინფრასტრუქტურა აქვს. სასტუმრო ასევე ავითარებს საკუთარ მეურნეობას, სადაც ბიო პროდუქტების წარმოებას იწყებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 160 ადამიანი, საიდანაც 80 ადგილობრივია.
ტურიზმის სექტორი საპარტნიორო ფონდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამჟამად ფონდი ჩართულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს - „წინანდალი რედისონის“ პროექტის განხორციელებაში, რომელიც კახეთში ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე შენდება,

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia