სიახლეები
პანკისის ხეობაში 18 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა
3 მაისი, 2017
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა და „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს დირექტორმა აზერ მამედოვმა, პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს 209 ადგილობრივ ოჯახს. პანკისის ხეობაში სულ გაზიფიცირდა 18 სოფელი. ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდება 2715 ოჯახს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა საერთო ღირებულებამ 6 243 818 ლარი შეადგინა