სიახლეები
ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ თელავში
თელავში XII საერთაშორისო ფესტივალი „ აღდგომიდან ამაღლებამდე“ კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას საიუბილეო საღამოთი აღინიშნა.
გალა -კონცერტი ,რომელიც თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში ჩატარდა ქართული პროფესიული სცენის ცნობილი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქის, ილია II -ის აღსაყდრების 40 წლისთავის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საიუბილეო კონცერტი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაცისა და თელავის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა.
ფესტივალის ფარგლებში კლასიკური, საოპერო და საგუნდო მუსიკის კონცერტები თელავის გარდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართება