GEO ENG

სიახლეები

თელავში ამერიკა-საქართველოს მეგობრობის 25 წელი აღინიშნა

24 აპრილი, 2017

აშშ-საქართველოს თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებული ამერიკის დღეების გახსნა თელავში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.
ერეკლე მეორის მოედანზე მოსწავლეებმა კონცერტი გამართეს. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას ბერლინერმა , კახეთის გუბერნატორის აპარატის უფროსმა ნინო უტიაშვილმა და ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის და იმ პროექტების მნიშვნელობაზე ესაუბრეს, რომლებიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა.
ამერიკის დღეების ფარგლებში რეგიონში სხვადასხვა საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia