GEO ENG

სიახლეები

“ სუფთად ევროპისკენ“- აქცია კახეთში

22 აპრილი, 2017

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქციები მიმდინარეობს.
„სუფთად ევროპისკენ“- ასე ჰქვია აქციას, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო კურირებს.
აქციაში კახეთიც ჩაერთო. რომლის ფარგლებშიც რეგიონის 9–ვე მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.
აქციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი თანამშრომლებთან ერთად შეუერთდა.
აქციაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
კახეთის რეგიონში „სუფთად ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში 100 ზე მეტი ლოკაციის დასუფთავებაში 2500 – მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტში ტურისტული მარშრუტები, ტურისტული ობიექტები და ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia