GEO ENG

სიახლეები

ახალსოფელში ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა

19 აპრილი, 2017

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სახალხო დღესასწაული "სამებობა" ტრადიციული ქართული ჭიდაობის ტურნირით აღინიშნა. ღონისძიება სპორტული კლუბის – „ბლექ თაიგერის“ (Black Tiger) საქართველოს ძიუდოს ფედერაციის და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა განხორციელდა. შეჯიბრი რვა წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა, საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების ფარგლებში გამართულ სპორტულ ღონისძიებას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველ მოადგილესთან ირაკლი შიოშვილთან და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ილია მზექალაშვილთან ერთად დაესწრნენ.
"სამებობის" დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ინიციატორი და მხარდამჭერი ბიზნესმენი დავით ხახუტაშვილია.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia