GEO ENG

სიახლეები

ნაფარეული-ლაფანყურის მოსახლეობა განახლებული გზით ისარგებლებს

10 აპრილი, 2017

თელავის მუნიციპალიტეტში, ნაფარეული-ლაფანყურის გზის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა. დღეიდან, მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული გზით იმგზავრებს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6კმ-იან გზის სავალ ნაწილს, მონაკვეთზე არსებულ ორ ხიდს, ასევე მოეწყო წყალგამტარი მილები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, გადასასვლელები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.
დასრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დაათვალიერა და შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეამოწმა.
პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 3 მილიონ ლარამდე შეადგინა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის მაისში დაიწო და ვადაზე ადრე დასრულდა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia