GEO ENG

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის თემაზე პანკისის ხეობაში

5 აპრილი, 2017

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი , კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად პანკისში იმყოფებოდნენ.
მინისტრებმა სოფელ დუისის კულტურის სახლში მოსწავლეებს, პედაგოგებს და პანკისის ხეობის უხუცესებს ვიზალიბერალიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, ყურადღება გამახვილდა საზღვარზე საჭირო დოკუმენტების აუცილებლობასა და ვილიბერალიზაციის შემდგომ საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოების მნიშვნელობაზე.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia