GEO ENG

სიახლეები

ევროინტეგრაციის მინისტრი თელავში

30 მარტი, 2017

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ადგილობრივი თვითმმართველობებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივ თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა ვიზალიბერალიზაცია და ისაუბრა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის თავისებურებებზე. შეხვედრამ დისკუსიის ფორმატში ჩაიარა. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში - 6 თვიდან 3 თვეს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia