GEO ENG

სიახლეები

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიში

15 მარტი, 2017

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა თავისი საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
შეხვედრას, რომელიც გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მალხაზ ჭრელაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომაგდენლები ესწრებოდნენ.
გამგებელი დამსწრე საზოგადოებას ახმეტის მუნიციპალიტეტის 2012-2016 წლების ბიუჯეტზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდიდან გამოყოფილ ტრანსფერებსა და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე, ადმინისტრაციულ ხარჯებზე და აღნიშნული ხარჯების მიზნობრიობაზე ესაუბრა.ბექა ბაიდაურმა ყურადღება იმ ახალ პროექტებზეც გაამახვილა, რომლებიც მუნიციპალიტეტში მისი უფლებამოსილების ვადაში განხორციელდება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia