GEO ENG

სიახლეები

გუბერნატორმა პორტუგალიის დელეგაციას უმასპინძლა

14 მარტი, 2017

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ალენტეიჟუს რეგიონის სოფელ კუბას მერს, ჟოაუ მანუელ კაზაკა პორტუგეშს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდასა და სოფელ კუბას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ეკონომიკური, საგანმანათლებლო,კულტურული და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში ურთიერთთანამშრომლობას ეხებოდა.
მიმდინარე წლის 1-3 ივლისის ჩათვლით პორტუგალიის სოფელ კუბაში გაიმართება ტრადიციული გამოფენა - ბაზრობა სადაც მემორანდუმის ფარგლებში სოფელი შილდა ადგილობრივ პროდუქტს თაფლს ,ჩურჩხელას და ღვინოს. წარადგენს.
შეხვედრას ალენტეიჟუს რეგიონის სოფელ კუბას წარმომადგენლები, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მაჟორიტარი დეპუტატი ჯემალ შავერდაშვილი და კახეთის რეგონალური განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ შაოშვილი ესწრებოდნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia