სიახლეები
სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
10 მარტი, 2017
თელავში, საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ძირითადი თემა ადგილობრივ დონეზე გაეროს შშმ პირთა კონვენციის იმპლემენტაცია, საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭოების შექმნა - გაძლიერება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისათვის საბჭოების როლის მნიშვნელობას ეხებოდა.
სამუშაო შეხვედრას კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, მუნიციპალიტეტების გამგებლის მოადგილეები, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელები და სოციალური მუშაკები ესწრებოდნენ.