GEO ENG

სიახლეები

თელავში საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს

7 მარტი, 2017

ხე-ტყის უკანონო მოპოვება და რეგიონში გარემოსცდაცვითი პრობლემები, - ამ საკითხებზე თელავში გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად იმსჯელეს. შეხვედრაზე აქცენტი კახეთში, ალაზნის ჭალებში უკანონო ხე-ტყის მოპოვებას და ამ მხრივ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხო, რომელიც კანონის გამკაცრებას და დამატებით რეგულაციებს ითვალისწინებს. გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სამინისტროს მიერ დაგეგმილ სამომავლო გეგმებსა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის მოადგილეები , მეწარმეები, სხვადასხვა უწყების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia