GEO ENG

სიახლეები

მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია

2 მარტი, 2017

 2 მარტს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას კახეთის გუბერნატორის მოადგილე - გივი მეტრეველი,რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მალხაზ ჭრელაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე - პაატა გიორგობიანი, ადგილობრივი თვითმართველობის თანამშრომლები, კოოპერატივების წარმომადგენლები და მევენახეები ესწრებოდნენ . მევენახეობის სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა დამსწრე საზოგადოებას სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ - გიორგი მიშელაძემ გააცნო. როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა : „ახალი სახელმწიფო პროგრამა კოოპერატივებისათვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაცემას ითვალისწინებს, ხოლო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივების წევრებს საშუალება მიეცემათ არამხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ სარგებელი. პროგრამა მოიცავს ტექნიკურ დახმარებასაც , რომლის ფარგლებში სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს ჩაუტარდებათ სწავლება ღვინის საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე“. სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს ონლაინ რეჟიმში, სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენოს ვებ-გვერდის http://www.acda.gov.ge/ საშუალებით შეუძლიათ

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia