GEO ENG

სიახლეები

კახეთში დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა

2 მარტი, 2017

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინიციატივით კახეთში დასუფთავების მორიგი მასშტაბური აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში ყველა მუნიციპალიტეტში დასუფთავდა ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, სკოლებისა და ორგანიზაციების მიმდებარე ტერიტორიები. ასევე ქალაქის ქუჩები და ტურისტული ადგილები. აქციაში მონაწილეობა კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილე ირაკლი შიოშვილმა, თელავის მერმა, გამგებლებმა, საჯარო მოხელეებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. მსგავსი აქცია კახეთის გუბერნატორის ინიციატივით ბოლო 4 თვეა რეგიონში პერმანენტულად ტარდება და მისი მიზანი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას ემსახურება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia