GEO ENG

სიახლეები

ყვარელში ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა

1 მარტი, 2017

ყვარელში ახალი საბავშო ბაღი აშენდა.თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 75 აღსაზრდელზე გათვლილი. მოეწყო ოთახები,სამზარეულო,სველი წერტილები და გასართობი ატრაქციონები. მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 364 715 ლარი დაფინანსდა,
ახალი შენობა ყვარლის მოსახლეობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან, აქამდე საბავშვო ბაღი "გვირილა" კერძო პირის საკუთრებაში არსებულ, უკვე ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებდა და ვერ აგმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს.
მიწის ნაკვეთი, რომელზეც საბავშო ბაღის ახალი შენობა განთავსდა 250 კვ. მეტრია და ის ყვარელში მცხოვრებმა თამარ ნაზრიშვილმა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას უსასყიდლოდ გადასცა.
შენობა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია მზექალაშვილმა ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნეს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia