სიახლეები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა თანაქალაქელებს თავისი საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. საჯარო შეხვედრას, რომელიც დედოფლისწყაროს გამგეობის შენობაში გაიმართა, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი შიოლაშვილი, გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მალხაზ ჭრელაშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმომაგდენლები ესწრებოდნენ . გამგებელი დამსწრე საზოგადოებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2012-2016 წლების ბიუჯეტზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2012-2017 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე, 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმაზე, 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდიდან გამოყოფილ ტრანსფერებსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2012-2017 ადგილობრივი ბიუჯეტის ადმინისტრაციულ ხარჯებზე ესაუბრა. ანგარიშში ასევე წარმოდგენილი იყო 2015-2016 წლებში შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ანალიზი,ამ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დახარჯული თანხები (ცხრილის სახით) და ინფრასტრუქტურული პროექტები. დასასრულს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ისაუბრა იმ მიღწევებსა და წარმატებებზე, რაც დედოფლისწყაროელებს აქვთ კულტურასა და სპორტში