GEO ENG

სიახლეები

სოციალურად დაუცველ ოჯახს გაზის გამათბობელი გადაეცა

18 თებერვალი, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ მრავალშვიალიან ოჯახს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და კომპანია „ერმის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაზის გამათბობელი უფასოდ გადაეცა. მამედოვების სოციალურად დაუცველი ოჯახი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად პირადად მოინახულეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „ერმის“ სოციალური პროექტი კახეთის მასშტაბით პირველი იანვრიდან დაიწყო და მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებშიც განხორციელდება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia