GEO ENG

სიახლეები

„კახეთი-იონის“ სამედიცინო ცენტრში C ჰეპატიტის კაბინეტი გაიხსნა

17 თებერვალი, 2017

 გურჯაანში, „კახეთი-იონის“ სამედიცინო ცენტრში C ჰეპატიტის კაბინეტი გაიხსნა. ადგილზე პროგრამის ბენეფიციარები დიაგნოსტირების და მკურნალობის კომპონენტებს მიიღებენ. C ჰეპატიტის კაბინეტი რეგიონში პირველი სერვის-პროვაიდერი კლინიკაა. . ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, „კახეთი-იონის“ ვიცე-პრეზიდენტი ჟაკ სიმარი, ასევე ბურგუნდიის საბჭოს წევრი და სამედიცინო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ერიკ ჟანტი დაესწრნენ. გახსნის შემდეგ, სტუმრები „კახეთი-იონის“ მუშაობის პროცესს გაეცნენ და შესაბამისი აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტები დაათვალიერეს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia