სიახლეები
მაშველებმა 66 წლის მამაკაცი თუშეთიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს
17 თებერვალი, 2017
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის დახმარებით, თუშეთშიდან, სოფელ ომალოშდან 66 წლის მამაკაცი, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და სტაციონარში გადაყვანა ესაჭიროებოდა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი და თელავის მერის პირველი მოადგილე თენგიზ მთვარელიშვილი.
მამაკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. რის შემდეგაც ის ვერტმფრენის მეშვეობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.