GEO ENG

სიახლეები

თელავში 2017 წლის პროექტები განიხილეს

15 თებერვალი, 2017

ქალაქ თელავის მერიისა და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით, თელავში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე უძღვებდა, რომელმაც საზოგადოებას დეტალურად გააცნო ქალაქში განხორციელებული მასშტაბური პროექტები, მათ შორის კულტურის, სპორტის,ძეგლთა დაცვის, ინფრატრუქტურურის და სხვა მიმართულებებით.
შეხვედრას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, მოადგილეები ზურაბ არსენიშვილი და გივი მეტრეველი, რეგიონალური პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ჭრელავილი და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით მსგავსი შეხვედრები ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება 

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia