GEO ENG

სიახლეები

შეხვედრა მევენახეებთან

8 თებერვალი, 2017

შეხვედრა გაიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი და კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მევენახეებს შეხვდნენ.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, რომელიც ყურძნის მოსავლიანობას, ფასს და ყველა იმ საკითხს შეეხებოდა, რომელიც ღვინის წარმოების საქმეში მნიშვნელოვანია. გამოითქვა აზრი, რომ შემდეგი შეხვედრა ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმოს და ერთობლივად მოხდეს მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia