GEO ENG

სიახლეები

ბიზნესმენებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

1 თებერვალი, 2017

თელავში, კახეთში ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ბიზნესმენებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა კახეთის გუბერნატორის ინიციატივით შედგა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე მსჯელობას ისახავდა მიზნად.
შეხვედრაზე განხილული იყო მომავალში რეგიონში ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა, როგორიცაა გომბორის უღელტეხილზე გადმოსახედის , თელავში ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე და ყვარლის ციხე-გალავანთან ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვა ისეთი საკითხები, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის ტურისტულ მიმზიდველობას.
შეხვედრას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გალაქტიონ ბუაძე, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი,ადგილობრივი თვითმმართველობის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia