GEO ENG

სიახლეები

წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა

29 იანვარი, 2017

წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ცხოვრებითა და მოღვაწეობით ხშირად ინტერესდებიან უცხოელი და ადგილობრივი სტუმრები და წმინდანის ცხოვრებით დაინტერესებული მკვლევარები. ამიტომ , მთავრობის განკარგულებით, მოეწყობა ერთგვარი სადისკუსიო სივრცე - შეხვედრების დარბაზი, წმინდანთან დაკავშირებული მცირე საგამოფენო კუთხით .
ახალ შენობაში გათვალისწინებული იქნება შეხვედრების ოთახი, მემორიალური საგამოფენო ადგილით. დასაქმებულია 20 ადამიანი. მოხდება ძველი სახლის ნანგრევის კონსერვაცია და შენარჩუნდება არსებული სახით, ვინაიდან მისი სრულად აღდგენა შეუძლებელია.
წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ადგილზე გაეცნენ.
გათვალისწინებულია არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა და შემოღობვა. პროექტის დასრულება 2017 წლის მაისში იგეგმება

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia