serialize error! სიახლეები » კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
GEO ENG

სიახლეები

პანკისის ხეობაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

30 იანვარი, 2017

 პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში საბავშვო ბაღის ახალი შენობა დღეს ოფიციალურად გაიხსნა. დაწესებულება 40 აღსაზრდელზეა გათვლილი და აღჭურვილია ახალი ტექნიკით, სველი წერტილებით, ავეჯითა და სათამაშოებით. ეზო კეთილმოწყობილია, დამონტაჟდა სადრენაჟო სისტემა.
ბაღის მშენებელობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რისთვისაც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 174 ათასი ლარი დაიხარჯა.
ახლადაშენებული ბაღი დაათვალიერეს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia