სიახლეები
კახეთში დასუფთავების მაშტაბური აქცია გრძელდება
21 იანვარი, 2017
კახეთში დასუფთავების მაშტაბური აქცია გრძელდება. ახმეტის შემდეგ დღეს თელავის გამგეობის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის 22 სოფელი დასუფთავეს. აქციაში პირადად ჩაერთო კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. დასუფთავების აქციები გუბერნატორის ინიციატივით რეგიონში 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს. ყველა მუნიციპალიტეტში ხდება, სოფლების და ქალაქების ცენტრალური მაგისტრალებისა და თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელების დასუფთავება. მსგავსი აქცია მომდევნო კვირას ყვარელში გაიმართებადა. აქციის მიზანია მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება. მასში მონაწილეობენ, როგორც საჯარო მოხელეები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.დღეს გამართულ აქციაში დაახლოებით 600-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.