GEO ENG

სიახლეები

დასუფთავების აქცია ახმეტის მუნიციპალიტეტში

13 იანვარი, 2017

 ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ახმეტა–ზემო ალვანი–ქვემო ალვანი; ზემო ხოდაშენი – ალავერდი; აწყური–ახმეტა; ახმეტა–პანკისის ხეობა და ახმეტა–თიანეთის საავტომობილო გზის მონაკვეები დაასუფთავეს. დასუფთავების საყოველთაო კამპანიაში კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან , ირაკლი შიოშვილთან ერთად 425 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციაში ჩართულები იყვნენ ,როგორც საჯარო ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. - „ დღეს ახმეტის ტერიტორიაზე საავტომობილო მაგისტრალის 5 სხვადასხვა ზონა დავასუფთავეთ პოლიეთილენის პარკებისგან და პლასტმასის ბოთლებისგან. აქ ძირითადად ის ნარჩენებია მიმოფანტული, რაც ნიაგადში არ იხსნება და წლების განმავლობაში რჩება მიწის ზედაპირზე.მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, რომ მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს საკუთარ ქმედებას. ასეთი აქცია დღეს ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და მასში 1500 მეტი ადამიანია ჩართული. მსგავსი ტიპის ღონისძიებები რეგიონში პერმანენტულად გაგრძელდება. „- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia