GEO ENG

სიახლეები

კახეთში ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა

5 იანვარი, 2017

კახეთში ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით შედგა, კერძო სექტორის წარმომადგენლებს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ როსებაშვილი, ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, გუბერნატორის მოადგილეები: ირაკლი შიოშვილი, გივი მეტრეველი, გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსი მალხაზ ჭრელაშვილი, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ყვარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია მზექალაშვილი,მაჟორიტარი დეპუტატები: გელა სამხარაული და ირაკლი სესიაშვილი შეხვდნენ.
შეხვედრაზე კახეთის ტურისტული მიმართულების განვითარების მიზნით ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა, ტრანსპორტირება, თელავის აეროპორტის შიდა ჩარტერული რეისების დანიშვნა, გომბორის უღელტეხილზე გადმოსახედის , თელავში ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე და ყვარლის ციხე-გალავანთან ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვა საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ საქმიანობებს. მხარეებმა ტურიზმის განვითარების დამატებითი რეკომენდაციები, ურთიერთ თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები დასახეს. წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები რეგიონში ახალი ტურისტული ობიექტების შექმნის შესახებ, რაც თავის მხრივ მოიზიდავს და დააინტერესბს ტურისტს. შეხვედრის მონაწილეებმა თელავში ბატონის ციხის მინდებარე ტერიტორია და ყვარლის ციხე-გალავანი ადგილზე დაათვალიერეს სადაც ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ისტორიულ ობიექტებს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia