GEO ENG

სიახლეები

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის საახალწლო მილოცვა

31 დეკემბერი, 2016

მეგობრებო, ხელისუფლების სახელით მოგესალმებით და გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ წინსვლას, ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული თქვენგანისთვის 2017 წელი ყოფილიყოს სასიკეთოდ გარდამტეხი.
2016 წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო ჩვენი რეგიონისთვის. ხელისუფლებაში ყოფნის მეოთხე წელიწადს უამრავი პრობლემის დაძლევა შევძელით. ამ ხნის განმავლობაში კახეთის რეგიონში 4000 -ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, დაიხარჯა 250 მილიონი ლარი.
გაკეთდა გზები, მოეწყო არხები, მოხდა სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 192 საჯარო სკოლას, 200 - ზე მეტ საბავშო ბაღს, აშენდა 4 ბაღის და 2 საჯარო სკოლის თანამედროვე შენობა. გაიხსნა 3 ახალი საავადმყოფო. გაიხსნა და ფუნქცონირებს 7 საზოგადოებრივი ხოლო 8 ამბულატორიული ცენტრი, ლაგოდეხის იუსტიციის სახლი, კახეთის რეგიონული არქივის შენობა.
ექსპლუატაციაში შევიდა 5 ჰიდროელექტროსადგური, გამრიცხველიანდა და სტაბილური ელექტროენერგია მოეწოდება 38 435 ოჯახს. ელექტროფიცირდა 2 უშუქო სოფელი. გაზიფივირდა და გამრიცხველიანდა 31 ათასამდე ოჯახი.
გასული წელი ასევე აღსანიშნავი იყო ჩვენი სოფლებისთვის, რადგან ქვეყნის ცენტრალურმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად დაასახელა და ბევრი რამ გააკეთა ამ მიმართულებით. იაფი კრედიტის ფარგლებში რეგიონში 50 -ზე მეტი ახალ საწარმო გაიხსნა, გადაიარაღდა 314. შეიქმნა 95 კოოპერატივი.
განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო 2014-2016 წელს ჩატარებული რთველი, რის შედეგადაც გადამუშავდა 382,5 ათასი ტონა ყურძენი. ყურძნის ჩაბარება პრაქტიკულად შეუფერხებლად მოხდა, რთველი გამორჩეული იყო იმით, რომ არცერთი კილოგრამი, მათ შორის დაზიანებული ყურძენიც არ დარჩა ჩაუბარებელი.
იყო პრობლემებიც, თუმცა ხელისუფლების მიზანმიმართულმა სტრატეგიამ მოგვცა იმის საშუალება, რომ 2016 წელი დადებითი მუხტით ყოფილიყო დატვირთული და გაგვეტარებინა ის ღონისძიებები, რამაც რეგიონის ეკონომიკურ, კულტურულ, სპორტულ, საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ქმედითობა და პერსპექტიულობა დაგვანახა. ეს ყველაფერი კი ჩვენი ერთობლივი წარმატებაა, სწორედ ჩვენი ერთობითა და ურთიერთთანამშრომლობით მივაღწიეთ ამ შედეგებს, ერთად გავუმკლავდით პრობლემებსაც.
რასაკვრველია, ეს არ არის საკმარისი და ვიმედოვნებ, ახალი 2017 წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი, წარმატებული და სასიკეთო იქნება ჩვენი რეგიონისთვის და სრულიად საქართველოსთვის
მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით!
პატივისცემით,
ირაკლი ქადაგიშვილი
კახეთის გუბერნატორი

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia