GEO ENG

სიახლეები

სიფრაშვილების ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა

29 დეკემბერი, 2016

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მცხოვრებ სიფრაშვილების ექვსშვილიან ოჯახს ლაგოდეხის გამგეობამ საკუთარი სახლი შეუძინა. ახალი სახლის გასაღები სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს დღეს საზეიმოდ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ გადასცეს.
სახლის შეძენისათვის ლაგოდეხის გამგეობამ 10 ათასი ლარი გამოყო, რასაც დაემატა გასულ წელს გამგებლის ინიციტივით გახსნილ საბანკო ანგარიშზე მოქალაქეების მიერ ჩარიცხული 2 ათასი ლარის ოდენობის თანხაც.
ბოლო წლების განმავლობაში სიფრაშვილების მრავალშვილიან ოჯახს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამით არაერთხელ გამოეყო ფულადი დახმარება.  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამით მაყვალა სიფრაშვილზე გაცემულია შემდეგი სახის დახმარებები:

2012 წელს სოციალური პაკეტიდან ქალბატონმა მაყვალამ მიიღო
► ახალშობილთათვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი დახმარება - 100 ლარი.

► მრავალშვილიანთათვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი დახმარება - 200 ლარი.
2014 წელს:
► ახალშობილთათვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი დახმარება - 100 ლარი.
►მრავალშვილიანთათვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი დახმარება - 250 ლარი.
►გაუსაძლის პირობებში მცხოვრები მარავალშვილიანთათვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი დახმარება - 500 ლარი. 2015 წელს
►მრავალშვილიანთათვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი დახმარება - 250 ლარი. 7. გაუსაძლის პირობებში მცხოვრები მარავალშვილიანთათვის    განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი დახმარება - 500 ლარი.
2016 წელს:
►მრავალშვილიანთათვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი დახმარება - 300 ლარი. 9. გაუსაძლის პირობებში მცხოვრები მრავალშვილიანთათვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი დახმარება - 500 ლარი. 10. თბობის სეზონთან დაკავშირებით -100 ლარი

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia