GEO ENG

სიახლეები

შუამთა ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება

26 დეკემბერი, 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ძველი და ახალი შუამთის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. შესრულებული სამუშაოების დათვალიერების და ახალი ტურისტული ობიექტის გახსნის მიზნით კახეთში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, ალავერდის მონასტრის მიტროპოლიტი, მეუფე დავით მახარაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გალაქტიონ ბუაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომაგდენლები იმყოფებოდნენ. პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან აშენდა ვიზიტორთა-საინფორმაციო ცენტრი, სუვენირების მაღაზია, საპირფარეშოები, საფეხმავლო ბილიკები, ობიექტებამდე მისასვლელი გზა და ავტოსადგომი, ასევე მოეწყო საერთო ჭაბურღილი და მოგვარდა წყლის პრობლემა. მშენებლობა რეაბილიტაციას მხოლოდ 1 წელი დასჭირდა და მისმა ღირებულებამ 1 871 000 ლარი შეადგინა. რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი, არაერთ პროექტს ახორციელებს.პროგრამის მიზანია წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებისა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ამასთან, პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალ და ძველ შუამთაშიტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს. სამუშაოებზე 40- მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia