GEO ENG

სიახლეები

თელავში სპორტული ტურნირი დასრულდა

14 დეკემბერი, 2016

კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ პარასპორტის კვირეულის ფარგლებში, საჩვენებელ შეჯიბრში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

მედლებით და ფასიანი საჩუქრებით სროლის ტურნირში, წოლჭიმში და ბილიარდის ტურნირში გამარჯვებული (ISAF-ის) საქართველოს სახელით საბრძოლო მისიაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და კახეთის რეგიონში მცხოვრები შშმ პირები დაჯილდოვდნენ.
   

ტურნირის ორგანიზატორები და პარტნიორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი, კახეთის რეგიონის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი , საქართველოს პარაოლიმპიური სროლის ფედერაცია და  „მსროლელთაა და პარამსროლელთა კლუბი თელავი"

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia