ივენთები
ერეკლეობა 2015
7 ნოემბერი, 2015
13 სთ- 14 სთ. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევის შედეგების წარდგენა თელავის თეატრში. ღონისძიებას ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე გახსნის. დაესწრებიან არამატ.კულტ. მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი და მისი მოადგილე.
14სთ-16სთ. ძველი თელავის ამსახველი ახალი ფოტოალბომის პრეზენტაცია თელავის თეატრში.
15სთ- რეაბილიტირებულ ვახვახიშვილების სასახლეს ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე გახსნის. ვახვახიშვილების სასახლე, რომელიც კულტურის ცენტრს გადაეცა თელაველი მხატვრების ნამუშევრებს უმასპინძლებს.
ერეკლე მეფის დაბადებიდან 295 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 5-7 ნოემბერი გასტანს.